02 ნოემბერი 2024,   18:18
ვრცლად
"გაიყვანეთ სამშვიდობო მისიის ძალები რისკის ზონიდან" - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის ჩრდილოეთ მდებარე ქალაქ ბინია-მინა გივატ ადაზე თავდასხმას ოთხი ისრაელელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, შვიდი სამხედროს მდგომარეობა კრიტიკულია, შემთხვევის შედეგად სულ 70 სამხედრო დაიჭრა.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია. პარალელურად, "ცახალის" სამხედრო ოპერაცია გრძელდება, ღაზაში სექტორში. ნუსეირათის დევნილთა ბანაკში ისრაელის იერიშებს 22 ადამიანი ემსხვერპლა.

სახმელეთო ოპერაცია გრძელდება ლიბანშიც, ისრაელის სამხედროების იერიშის შედეგად, გასული დღეების განმავლობაში, ლიბანში გაეროს 5 მშვიდობისმყოფელი დაიჭრა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროს გენერალურ მდივანს მოუწოდებს სასწრაფოდ გაიყვანოს ტერიტორიიდან ცისფერ-ჩაფხუტიანები.

"ბატონო გენერალურო მდივანო, გაიყვანეთ სამშვიდობო მისიის ძალები რისკის ზონიდან. ეს ახლავე დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს. ჩვენ არ ვებრძვით ლიბანელ ხალხს. ჩვენ ირანული ტერორის განშტოებას ვებრძვით. "ჰესბოლას", რომელმაც ლიბანი დაიკავა

ისრაელის თავდაცვის არმიამ მსგავსი მოთხოვნა არაერთხელ გააგზავნა და მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი მიიღო. ამის მიზანი "ჰესბოლას" ტერორისტებისთვის, ცოცხალი დამცავი ფარის უზრუნველყოფაა. თქვენი უარყოფითი პასუხი გაეროს სამშვიდობოებს "ჰესბოლას" მძევლებად აქცევს", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

დღის ამბები