08 დეკემბერი 2024,   01:54
ვრცლად
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატებისთვის შიდა მტერი უფრო საშიშია ვიდრე ჩინეთი და რუსეთი

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატებისთვის შიდა მტერი უფრო საშიშია ვიდრე ჩინეთი და რუსეთი. ამერიკის ექსპრეზიდენტი “ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ამერიკისთვის რადიკალი მემარცხენეები უფრო დიდ საფრთხეს ქმნიან ვიდრე ადამიანები, ვინც ქვეყანაში ჩამოვიდა და ქალაქები და სოფლები გაანადგურა.

ტრამპის განცხადებით, გონიერმა პრეზიდენტმა ჩინეთთან და რუსეთთან საუბარი უნდა ისწავლოს და ამგვარად ამერიკის ინტერესი გაატაროს.

“მე ვფიქრობ, რომ დიდი პრობლემაა შიდა მტერი. იმ ხალხზე მეტად, ვინც ჩვენთან ჩამოვიდა და ქვეყანა დაანგრია, ვფიქრობ არჩევნების კუთხით ისინი პრობლემას წარმოადგენენ. ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ ორი მტერი გვყავს. ჩვენ გვყავს გარე მტერი და შემდეგ გვყავს მტერი შიგნიდან. ისინი რადიკალი შეშლილი მემარცხენეები არიან. ჩემი აზრით, შიდა მტერი უფრო საშიშია, ვიდრე ჩინეთი, რუსეთი და ყველა ეს ქვეყანა. თუ ჭკვიანი პრეზიდენტი გყავთ, ის მათთან გამკლავებას მარტივად შეძლებს. მე შევძელი, შესანიშნავად ვაგვარებ მათთან საკითხებს. მე შევძელი მათი მართვა,“ - აცხადებს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი.

დღის ამბები