16 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
კახა კუკავა მამუკა ხაზარაძეზე: ადამიანი, რომელმაც უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში უფრო მეტი ადამიანი გამოასახლა საქართველოში საკუთარი სახლიდან, ვიდრე პუტინის რეჟიმმა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ერთად აღებული

"ეს რესპუბლიკის პირველი მევახშე გველაპარაკება იმაზე, რომ თუ ვინმემ ხალხის ქონება მიისაკუთრაო - მამუკა ხაზარაძე ამბობს ამას, ადამიანი, რომელმაც უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე უფრო მეტი ადამიანი გამოასახლა საქართველოში საკუთარი სახლიდან, ვიდრე პუტინის რეჟიმმა აფხაზეთში და სამაჩაბლოში ერთად აღებული," - ასე ეხმიანება პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა "ლელოსა" და "ძლიერი საქართველოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიმართვას საჯარო მოხელეებისადმი, სადაც ის ამბობს ფრაზას, "თუ ვინმემ სახელმწიფო ბიუჯეტი გაძარცვა, უკანონოდ მიისაკუთრა ხალხის ქონება".

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მსგავსი პრაქტიკა წარსულში დარჩა, რაც სიცრუეა, რადგან დღესაც საქართველოს სასამართლოები გადატენილია "თიბისი" ბანკის სარჩელებით, სადაც მოითხოვენ აუქციონზე ჩალის ფასად ქონების გაყიდვას ან ამ რეალიზებული ქონებიდან ადამიანების გამოსახლებას.

"სხვათა შორის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეგო ადრე იყოო და ახლა ჩემი ბანკი ამას არ აკეთებსო, ამიტომაც მინდა განახოთ ერთ-ერთი სარჩელი, თუმცა ასეთი სარჩელები მოგვდის კვირაში ორჯერ, მოსარჩელე არის "თიბისი" ბანკი, მოპასუხე არის მარინე ნიკოლოზაშვილი და "თიბისი" ბანკი მოითხოვს აუქციონზე შეძენილი ქონებიდან ადამიანების გამოსახლებას. აი ეს ხდება დღესაც, საქართველოს სასამართლოები გადატენილია "თიბისი" ბანკის და "საქართველოს ბანკის" სარჩელებით, როდესაც მოითხოვენ ან აუქციონზე, ნულოვან აუქციონზე, ჩალის ფასად ქონების გაყიდვას ან მერე ამ რეალიზებული ქონებიდან ადამიანების გამოსახლებას და ეს კაცი სხვაზე გველაპარაკება ჩვენ, რომ თურმე ვინმემ თუ ხალხის ქონება მიითვისაო", - წერს კახა კუკავა.

დღის ამბები