კონსერვატორიის დიდი სცენა აჭარის სალოტბარო სკოლების 90-მდე მოსწავლემ დაიკავა
16-10-2024 12:18
კონსერვატორიის დიდი სცენა ამჯერად აჭარის სალოტბარო სკოლების 89 მოსწავლემ დაიკავა. კონცერტზე წარმოდგენილი იყო აჭარული სიმღერისა და ცეკვის 50-მდე ნამუშევარი.
ღონისძიება ახალ თაობაში ფოლკლორული მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება.