17 ოქტომბერი 2024,   15:29
ვრცლად
"მივმართავ უფროს ადამიანებს, აუხსნან თავიანთ შვილებს, რა ხდებოდა, როგორ სისხლის გუბეებს აყენებდნენ "ნაციონალები" ქუჩებში" - მანანა ვაზაგაშვილი

"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ინიციატივას "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლების გასამართლებასთან დაკავშირებით, იზიარებენ ის ადამიანებიც, რომლებმაც, როგორც თავად ამბობენ, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა საკუთარ თავზე გამოცადეს.

სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, თორნიკე მოლაშვილმალია კრიალაშვილმა და ნანა ქადაგიშვილმა ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წარსულსა და მათ დანაშაულებზე ისაუბრეს. კომენტარი ზურაბ ვაზაგაშვილის მამიდამ, მანანა ვაზაგაშვილმაც გააკეთა.

"მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, უფროს ადამიანებს - დედებს, მამებს, დებს, ძმებს, აუხსნან თავიანთ შვილებს, რა ხდებოდა, როგორ სისხლის გუბეებს აყენებდნენ მაშინ "ნაციონალები" ქუჩებში. რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, შემდეგი ვინ იქნებოდა, არავინ არ იცოდა, ალბათ უარესი მოხდებოდა," - აცხადებს მანანა ვაზაგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი "დინამოს" კორტების ტერიტორიაზე სამართალდამცავთა სპეცოპერაციისას დაიღუპა. მასთან ერთად, ავტომანქანაში ალექსანდრე ხუბულოვიც. 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილსა და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვს მანქანაში 70-ზე მეტი ტყვია ესროლეს. საქმეზე პირველადი გამოძიება, რომელიც 2006 წლის მაისში დაიწყო, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფონზე წარიმართა და საბოლოოდ 2007 წლის აპრილში შეწყდა.

საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის დეკემბერში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით არაერთი ყოფილი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში.

დღის ამბები