17 ოქტომბერი 2024,   15:31
ვრცლად
"300 000 კაცი გაგვასამართლა სააკაშვილმა, ჩვენ ვეღარ დაგვიჭერენ, მაგრამ ახალ 300 000-ს მოძებნიან და იმათ გაასამართლებენ" - ნანა ქადაგიშვილი

"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ინიციატივას "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლების გასამართლებასთან დაკავშირებით, იზიარებენ ის ადამიანებიც, რომლებმაც, როგორც თავად ამბობენ, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა საკუთარ თავზე გამოცადეს.

სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე თორნიკე მოლაშვილმა, მანანა ვაზაგაშვილმა, ლია კრიალაშვილმა და ნანა ქადაგიშვილმა ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წარსულსა და მათ დანაშაულებზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, მხოლოდ პოლიტიკური პარტიის გასამართლება საკმარისი არ არის და პასუხისმგებლობა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებსაც უნდა დაეკისროთ.

"მინდა ვუთხრა საქართველოს მოსახლეობას - 300 000 კაცი გაგვასამართლა სააკაშვილმა, ჩვენ ვეღარ გაგვასამართლეს - შვილი მომიკლა, ქმარი მომიკლა.

ჩვენ ვეღარ დაგვიჭერენ, მაგრამ ახალ 300 000-ს მოძებნიან და იმათ გაასამართლებენ - ზუსტად იმ ბავშვებს, რომლებიც წინ ჰყავთ დაყენებული. ის, რაც ჩემმა ოჯახმა გაიარა, არ მინდა, სხვების ოჯახებმა გაიარონ, ეს არის კატასტროფა," - განაცხადა ყოფილი პატიმარმა, ნანა ქადაგიშვილმა.

დღის ამბები