17 ოქტომბერი 2024,   15:32
ვრცლად
"გასამართლდეს "ნაციონალური მოძრაობის" ყველა ის წევრი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული" - ლია კრიალაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ყველა ის წევრი, ვინც ჩაიდინა დანაშაული, გასამართლდეს" - ამის შესახებ გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა განაცხადა.

ლია კრიალაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, კარგად დაფიქრდნენ არჩევნებზე ხმის მიცემის დროს.

"მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, რომ კარგად დაფიქრდნენ საარჩევნო ყუთთან, ვის აძლევენ ხმას, რომ ისინი აძლევენ მკვლელებს და კვლავ სისხლის კალოებს დააყენებენ ჩვენს ქვეყანაში, თუ მოვლენ ხელისუფლებაში, მაგრამ ხელისუფლებაში ნამდვილად ვერ მოვლენ. სწორედ იმ არეულობის მეშინია, რომელზეც ფიქრობენ," - აღნიშნა გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა.

ცნობისთვის, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ინიციატივას "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლების გასამართლებასთან დაკავშირებით, იზიარებენ ის ადამიანები, რომლებმაც, როგორც თავად ამბობენ, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა საკუთარ თავზე გამოცადეს. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე თორნიკე მოლაშვილმა, მანანა ვაზაგაშვილმა, ლია კრიალაშვილმა და ნანა ქადაგიშვილმა ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წარსულსა და მათ დანაშაულებზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, მხოლოდ პოლიტიკური პარტიის გასამართლება საკმარისი არ არის და პასუხისმგებლობა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებსაც უნდა დაეკისროთ.

დღის ამბები