17 ოქტომბერი 2024,   15:27
ვრცლად
"დოკუმენტი, სადაც, თავისუფლების ინდექსით, 165-იდან 150-ე ადგილზე ვართ, ბელორუსი 112-ზე, რუსეთი კი 119-ზე - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" დიდი ანგარიშის ნაწილია, რომლის გამოქვეყნებაც ფულითა და წარმოუდგენელი ლობირების ძალისხმევით გადაიდო" - არისტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არისტოვიჩი სოციალურ ქსელში საერთაშორისო რეიტინგებსა და ლობიზმზე წერს.

"ეს მშვენიერი დოკუმენტი, სადაც ჩვენ 165-იდან თავისუფლების ინდექსით 150-ე ადგილზე ვართ, ხოლო ბელორუსი 112-ზე, რუსეთი კი 119-ზე - არის "საერთაშორისო გამჭვირვალობის" დიდი ანგარიშის ნაწილი, რომელიც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ივნისში და რომლის გამოქვეყნება ფულითა და წარმოუდგენელი ლობირების ძალისხმევით გადაიდო", - წერს არისტოვიჩი.

მისივე განცხადებით, ეს ანგარიში პირდაპირ ასკვნის, რომ "უკრაინა ციხედ იქცა".

"ანგარიშის გამოქვეყნება არის ნაბიჯი ქვეყნის სუვერენული რეიტინგის დაშლისკენ და ეს ნიშნავს უზარმაზარ პრობლემებს უკრაინის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. ჩვენ, როგორც ქვეყანამ, ვერ ჩავაბარეთ ომის უმარტივესი გამოცდა. ჩავვარდით გააფთრებულ რასობრივ ავტორიტარიზმში და კანიბალ ველურების კოლექტიური რეაქციების მქონე საზოგადოებაში. ომი არაფერს არ აძლიერებს, ის მხოლოდ ავლენს იმას, რაც რეალურად არსებობს" - წერს არისტოვიჩი.

დღის ამბები