24 ოქტომბერი 2024,   15:27
ვრცლად
საგამოძიებო მოქმედებები თბილისში - სამართალდამცველები საბროკერო კომპანია "კონსენტრიქსის" ოფისში შევიდნენ

საგამოძიებო მოქმედებები თბილისში - სამართალდამცველები საბროკერო კომპანია "კონსენტრიქსის" ოფისში შევიდნენ.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ამ წუთებშიც შენობაში არიან. იქ არ უშვებენ თანამშრომლებს, რომლებსაც უჭირთ საუბარი თუ რას უკავშირდება საპოლიციო ღონისძიებები.

ატლანტიკური საბჭოს ერთ-ერთი თანამშრომელი სოფო გელავა აცხადებს, რომ არჩევნებამდე ცოტახნით ადრე ჩატარებული ჩხრეკა კითხვებს ბადებს.

"ჩემი პირადი ტელეფონი წაიღეს, პირადი ლეპტოპიც. ასევე წაიღეს ჩემი მეუღლის ლეპტოპი, რომელიც არის პოლიტიკოსი და საჯარო ფიგურა და ეს ყველაფერი ერთად, მათ შორის დრო, რომ ეს ყველაფერი ხდება არჩევნებამდე 3 დღით ადრე, რა თქმა უნდა, კითხვებს ბადებს. დანარჩენს უკვე გავარკვევთ როგორც წავა პროცესი," - აცხადებს სოფო გელავა

სოფო გელავას ადვოკატი შოთა თუთბერიძე კი აცხადებს, რომ ჩხრეკა მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში ჩატარდა.

"როგორც განჩინებიდან ირკვევა, გამოძიება მიმდინარეობს იურიდიული პირის მიმართ. არ ვიცი კომერციული იურიდიული პირია თუ არაკომერციული.

მისი ფილიალის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით - 194-ე, 218-ე და 180-ე, რაც გულისხმობს თაღლითობას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და გადასახადებისთვის თავის არიდებას. რამდენიმე მომენტია ამ ჩხრეკაში, თვითონ ჩხრეკა ჩატარდა ნორმალურ ვითარებაში და ჩივილები და პრეტენზიები არ გვაქვს.

ჩვენ წარვადგინეთ ყველა ნივთი, რომელიც პოლიციისთვის იყო საინტერესო, მათივე თქმით,"- აცხადებს ადვოკატი.

დღის ამბები