25 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
"მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ" - ხაშურში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა

"მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ" - ამ სახელწოდებით წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება "ქართული ოცნების" ადგილობრივმა ორგანიზაციამ ხაშურში ცოტა ხნის წინ დაასრულა.

მმართველი გუნდის დელეგატობის კანდიდატმა, ადგილობრივებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა. გაიმართა კონცერტიც. მსმენელის წინაშე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები წარდგნენ. სცენიდან ისმოდა მმართველი გუნდის მხარდამჭერი მოწოდებები.

დღის ამბები