27 დეკემბერი 2024,   12:22
ვრცლად
ბელგიის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის ოფისი საქართველოს ოპოზიციური პარტიებისა და კონკრეტული მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს

ბელგიის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის ოფისი, საქართველოს ოპოზიციური პარტიებისა და კონკრეტული მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.

მიზეზი, არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციაა, თითქოს გენერალური კომისრის ოფისი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, რეგისტრაციისკენ მოუწოდებდა.

გენერალური კომისრის ოფისი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ მთლიანად ემიჯნება გავრცელებული წერილის შინაარსს და ამბობს, რომ ის გაყალბებულია.

ინფორმაცია, 1-ელ ოქტომბერს, სააგენტოებისა და ტელეკომპანიების ერთმა ნაწილმა გაავრცელა, მოგვიანებით კი ანალოგიური ინფორმაცია გავრცელდა ოპოზიციური პარტიების -  "დროას" და "გირჩის" მხრიდან.

"დროამ" სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბელგიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ბელგიის მიგრაციისა და ლტოლვილების გენერალურ კომისარიატს მიმართეს კითხვით - რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არალეგალი მიგრანტები არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და საკონსულო აღრიცხვაზე დადგებიან, რაზეც, თითქოს, ბელგიის სამეფომ უპასუხა, რომ აღრიცხვის პროცესი ფარულია და მათ პრობლემა არ შეექმნებათ.

დღის ამბები