24 ოქტომბერი 2024,   21:31
ვრცლად
ოჯახური ძალადობის შედეგად, 5 პირი დაიღუპა, მათ შორის, 3 ბავშვია - აშშ-ის პოლიციამ 15 წლის ბრალდებული დააკავა

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, ოჯახური ძალადობის შედეგად, 5 პირი დაიღუპა, მათ შორის, 3 ბავშვია. პოლიციამ სავარაუდო ბრალდებული 15 წლის მოზარდი დააკავა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, 911-ზე სახლში სროლის შესახებ არაერთი ზარი შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა საცხოვრებელ სახლში 5 ცხედარი ნახეს. ამასთან, ნაპოვნია კიდევ ერთი ბავშვი, რომელიცმ სხვადასხვა ტრავმით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ყველა მსხვერპლი ერთი ოჯახის წევრია. პოლიციამ, საქმესთან დაკავშირებით, 15 წლის მოზარდი დააკავა, გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები