24 ოქტომბერი 2024,   21:31
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტებისთვის მზადება დაიწყო. რიჩარდ კოკერილის გაწვრთნილი გუნდი შევარდენის ბაზაზე მოახლოებული მატჩებისთვის ემზადება, კვირას, 27 ოქტომბერს კი - საფრანგეთში, ახალ ზელანდიასთან შესახვედრად გაემგზავრებიან. ბორჯღალოსნები შემდეგ თვეში სამ შეხვედრას "ოლ ბლექსის" A ნაკრებთან, იტალიასთან და ტონგასთან გამართავენ.

პრინციპულია მატჩი იტალიასთან, რომელიც 17 ნოემბერს გენუაში შედგება. საქართველო კიდევ ერთხელ ეცდება მსოფლიო რაგბის უჩვენოს, რომ 6 ერში თამაშის ძალა აქვს. ნოემბრის ტესტები თბილისში, ტონგასთან მატჩით დასრულდება. შეხვედრა 24 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე გაიმართება.

ნოემბრის მატჩები, რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ბოლო ტესტებია. ბორჯღალოსნები კიდევ ერთი ტიტულის მოსაგებად ბრძოლას თებერვალში დაიწყებენ. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში შვეიცარია, ნიდერლანდები და ესპანეთი ჰყავს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, ნოემბრის ტესტ მატჩების წინ, მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები