25 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი სიცოცხლე - მთავრობა ქვეყნის მთავარი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა-რეაბილიტაციას იწყებს

ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე რესპუბლიკური საავადმყოფო ქართულ ჯანდაცვის სისტემაში ფლაგმანის ფუნქციას იბრუნებს. ძირითადი შენობების რეაბილიტაცია, ახალი ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო ბლოკების მშენებლობა, რეკრეაციული ზონების მოწყობა- ამ ყველაფერს ექსპერტების მიერ შემუშავებული კონცეფცია აერთიანებს, რომელიც დღეს საზოგადოებას მთავრობის მეთაურმა გააცნო.

ამბულატორიული, დიაგნოსტიკური, სარეაბილიტაციო სერვისები, კლინიკური თუ პათოლოგიური ლაბორატორიები - პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.  განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ონკოლოგიურ მიმართულებას, აშენდება ბავშვთა ინფექციური ბლოკიც.

რესპუბლიკური საავადმყოფო სამედიცინოსთან ერთად, საგანმანათლებლო ფუნქციასაც შეითავსებს.

100 ათასამდე კვადრატული მეტრის ტერიტორიის სრულ რეაბილიტაციას დაახლოების 4 წელი და 160 მილიონი ლარი დასჭირდება.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

 

 

დღის ამბები