25 ოქტომბერი 2024,   00:15
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილმა "ქართული ოცნების" ასიათასობით მხარდამჭერს "დაღრეჯილი" და "ნარკომანი" უწოდა

დაღრეჯილი ადამიანებიც ვნახეთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, "ქართული ოცნების" დასკვნითი ღონისძიების შეფასებისას ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

მისი ვარაუდით, ყველა ადამიანი, რომელიც ტელევიზორში ნახა, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო.

"შეურაცხყოფა არ მინდა ვინმეს მივაყენო, მაგრამ სახეზე რომ აწერიათ, არ ვიცი, როგორ გითხრათ, აი, ზემოქმედების ქვეშ რომ არიან. მე რაც ვნახე ტელევიზორში, ეს ადამიანები არცერთი არ იყო ფხიზელი, იყვნენ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, სავარაუდოდ." - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დღის ამბები