14 მაისი 2025,   09:52
ვრცლად
უნგრელი დამკვირვებელი: მე დავესწარი საარჩევნო უბნის გახსნას, ის ზუსტად დილის 8:00 საათზე გაიხსნა - დამკვირვებლები და საარჩევნო დელეგაციის წევრები სრული შემადგენლობით არიან წარმოდგენილნი

არჩევნები დაიწყო, ეს პროცესი ქვეყნის ისტორიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და დემოკრატიის ზეიმი, - განაცხადა უნგრეთის პარლამენტის წევრმა ლორიკ ნასკამ.

"მე დავესწარი საარჩევნო უბნის გახსნას, ის ზუსტად დილის 8:00 საათზე გაიხსნა. დამკვირვებლები და საარჩევნო დელეგაციის წევრები სრული შემადგენლობით არიან წარმოდგენილნი. საარჩევნო პროცესისთვის ყველაფერი წინასწარ იყო მზად და ეს ძალიან კარგია. ხალხი მოდის დილიდან, ამომრჩევლის ნაკადი დიდია, ესეც კარგის ნიშანია. არიან საერთაშორისო დამკვირვებლებიც", - აღნიშნა ლორიკ ნასკამ.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები