26 დეკემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - საქართველოში ეუთო/ოდირის 15 ჯგუფი მუშაობს, 27 ოქტომბერს დაგეგმილი გვაქვს წინასწარი განცხადება, რომელშიც შეჯამდება საარჩევნო გარემო, საარჩევნო ადმინისტრაციების მუშაობა

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ოუენ მერფიმ განაცხადა, რომ საქართველოში მისიის 15 ჯგუფი მუშაობს, თითოეულ მათგანს დაკვირვების საკუთარი არეალი აქვს, ხვდებიან საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიების წევრებს, ადგილობრივ მედიას.

მისი თქმით, 27 ოქტომბერს მისიას დაგეგმილი აქვს წინასწარი განცხადება, რომელშიც შეჯამდება სამუშაოს, საუბარი შეეხება საარჩევნო გარემოს, პოლიტიკური პარტიების აქტივობებს, საარჩევნო ადმინისტრაციების სამუშაოს და იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ბოლო არჩევნების შემდეგ არის მიღებული.

"ჩვენი სადამკვირვებლო მისიის ძირითადი ჯგუფი საქართველოში 10 სექტემბერს ჩამოვიდა. 17 სექტემბერსვე ჩამოვიდნენ გრძელვადიან პერიოდში მომუშავე დამკვირვებლები. ქვეყნის მასშტაბით 15 ჯგუფი მუშაობს. თითოეულ მათგანს დაკვირვების საკუთარი არეალი აქვს. ისინი ხვდებიან საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ასევე პოლიტიკურ პარტიების წევრებს, რომლებიც საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები, ხვდებიან ადგილობრივ მედიას. ცდილობენ შეაფასონ, თუ როგორაა მომზადებული არჩევნები და როგორია საარჩევნო გარემო. 11 ოქტომბერს გამოვაქვეყნეთ შუალედური ანგარიში, რომელშიც ვსაუბრობთ, თუ რა სფეროებს ვაკვირდებით. ხვალისთვის დაგეგმილი წინასწარი განცხადება იქნება ჩვენი სამუშაოს შეჯამება, რაც ეხება ჩვენი დაკვირვების მთელ პერიოდს და არჩევნების დღეს. ჩვენ გვექნება საშუალება, სრულად ვისაუბროთ საარჩევნო გარემოზე, პოლიტიკური პარტიების აქტივობებზე, საარჩევნო ადმინისტრაციების სამუშაოზე და იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც იყო მიღებული წინა არჩევნების შემდეგ. ხვალ შესაძლებელი იქნება სრული შეფასების მოსმენა“, – განაცხადა ოუენ მერფიმ.

დღის ამბები