28 ოქტომბერი 2024,   17:12
ვრცლად
"ოპოზიციაა დამარცხებული, წყალწაღებული, ყველას და ყველაფერს აბრალებენ [დამარცხებას], სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ხალხს, თავის ამომრჩევლებს თავისი საკუთარი თავის გარდა" - კახა კალაძე

"ოპოზიციაა დამარცხებული, წყალწაღებული, ყველას და ყველაფერს აბრალებენ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ხალხს - თავის ამომრჩევლებს აბრალებენ, თავისი საკუთარი თავის გარდა", - ამის შესახებ განაცხადა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

"ეუთო/ოდირი არის ის ორგანიზაციები, რომლებიც აფასებენ და ასე რომ ვთქვათ, ბოლო ბეჭედს არჩევნებთან დაკავშირებით. პირდაპირ ითქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, მრავალპარტიული და საზოგადოებას ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

ოპოზიციაა დამარცხებული, წყალწაღებული, ყველას და ყველაფერს აბრალებენ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ხალხს - თავის ამომრჩევლებს აბრალებენ, ყველას და ყველაფერს აბრალებენ თავისი საკუთარი თავის გარდა. შენ როდესაც გარედან იმართები, ხარ მოღალატე, აგენტი, ქართველი კაცი შენ ხმას არავითარ შემთხვევაში ხმას არ მოგცემს და ეს მოხდა ახლაც," - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

დღის ამბები