26 დეკემბერი 2024,   19:54
ვრცლად
მთავრობის განკარგულებით, იმერეთს სტიქიის სალიკვიდაციოდ 2 მილიონ ლარზე მეტი გამოეყო

ძლიერმა ქარმა იმერეთის რეგიონში მრავალსართულიანი და კერძო სახლების სახურავები დააზიანა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის სალიკვიდაციოდ ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. თანხა სამტრედიის, საჩხერის, წყალტუბოს, ტყიბულის, ხონის, თერჯოლის, ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.

აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით, მოსახლეობას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ.

 

დღის ამბები