08 დეკემბერი 2024,   03:49
ვრცლად
გია ვოლსკი ოპოზიციაზე: არსებობს კიდევ ერთი რესურსი, მათი აზრით, რომელიც შედეგს მოიტანს - პროცესების რადიკალიზაცია და სჭირდებათ, უცხოელი ელჩები წაეხმარონ განცხადებებით

"სხვა არანაირი რესურსი არ აქვთ, თუ არა უცხოელ ელჩებს მიმართონ, რომ მათ გააკეთონ იგივე განცხადებები, რომელიც ეხება საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას თუ გარკვეულ უსიამოვნო ინციდენტებს, რომელსაც ადგილი ადგილი ჰქონდა რამდენიმე საარჩევნო უბანზე," - ამის შესახებ ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც სამი ოპოზიციური გაერთიანების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამოეხმაურა.

ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციას არ გააჩნია იმის რეალური რესურსი, რომ საარჩევნო დარღვევების შესახებ ისაუბროს.

"არსებობს კიდევ ერთი დიდი რესურსი, მათი აზრით, რომელიც შედეგს მოიტანს, ეს არის პროცესების რადიკალიზაცია და სჭირდებათ, რომ უცხოელი ელჩები წაეხმარონ თავიანთი განცხადებებით და იგივე თემები წამოიწიოს ზედაპირზე", - ამბობს გიორგი ვოლსკი.

ცნობისთვის, სამი ოპოზიციური გაერთიანება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება - "ლელოს" ცენტრალურ ოფისში იმ პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ, ვინც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს.

"კოალიცია ცვლილებისთვის," "ძლიერი საქართველოს" და "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწვდიან ინფორმაციას საარჩევნო დარღვევების შესახებ. დიპლომატები პარტიებმა კონსულტაციისთვის თავად მიიწვიეს.

დღის ამბები