24 დეკემბერი 2024,   07:29
ვრცლად
"მაქსიმალურად ვეხმარებით ოპოზიციას... კარვებს რაც შეეხება, არ მგონია, ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს" - ნათია მეზვრიშვილი

"გახარია საქართველოსთვის" წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას მიიღებენ, რაც მათი ამომრჩევლის დაკვეთაა. თუმცა, მისივე თქმით, არ გონია, აქციებზე მათი ამომრჩევლები "კარავში შევიდნენ."

მეზვრიშვილის თქმითვე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ოპოზიციას მაქსიმალურად ეხმარება.

"როგორი ფორმითაც ჩვენი ამომრჩეველი ჩათვლის საჭიროდ, რომ ჩვენ ამაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ, ჩვენ ამაში მონაწილეობას მივიღებთ. წინა აქციებზე იცით, რომ ვიყავით. მე არ მგონია გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს და იდეაფიქსი იყოს ვიღაცა სცენაზე იდგება პარტიიდან თუ არ იდგება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაქსიმალურად ამ პროცესს ვეხმარებით, მაქსიმალურად სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვეხმარებით. აქციებში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, იმიტომ, რომ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა არის ეს. კარვებს რაც შეეხება, არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, "კოალიცია ცვლილებების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ Facebook-ის მომხმარებლებს მიმართა, კარვები მიაწოდონ: "ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. თუ გვაჩუქებთ – გაგვიხარდება, თუ მოგვყიდით – მაინც გაგვიხარდება, რაოდენობა შეუზღუდავია."

 

დღის ამბები