08 დეკემბერი 2024,   03:42
ვრცლად
სერბეთში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა - 80 მეხანძრე-მაშველი დაშავებულებს ეძებს

სერბეთში, ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას washingtonpost-ი ავრცელებს.

ჩამონგრეულია სადგურის შესასვლელის ბეტონის თაღი. შემთხვევის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 4 პირი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მედიის ინფორმაციით, 2 ადამიანი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე დაახლოებით 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ცნობილია, რომ რკინიგზის სადგურს, ცოტა ხნის წინ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

დღის ამბები