08 დეკემბერი 2024,   04:12
ვრცლად
Bloomberg-ის ინფორმაციით, თურქეთი "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის მიღებას აპირებს

Bloomberg-ის ინფორმაციით, თურქეთი "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის მიღებას აპირებს. მათივე მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ კანონპროექტი ისეთი სუბიექტების შეზღუდვას ისახავს მიზნად, რომლებიც "სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მისი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ".

მათივე ცნობით, აღნიშნული კანონის დარღვევას, შესაძლოა, 7 წლით თავისუფლების აღკვეთაც კი მოჰყვეს.

Bloomberg-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს კანონი წააგავს საქართველოში მიღებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს, რომელმაც დასავლეთის აღშფოთება გამოიწვია.

გამოცემის თანახმად, თურქეთის სასამართლო ექსპერტები და ჟურნალისტები შეშფოთებულები არიან კანონის ბუნდოვანი ფორმულირების გამო. Bloomberg-ის ცნობით, ისინი შიშობენ, რომ ხელისუფლებამ, შესაძლოა, ამ კანონპროექტის გაურკვეველი ასპექტები მთავრობის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის კრიტიკის დასაძლევად გამოიყენონ.

 

დღის ამბები