აშშ-ში, United Airlines-ის ბორტზე, მამაკაცი მძინარე მგზავრს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას abcnews-ის ავრცელებს.
თვითმფრინავი სან-ფრანცისკოდან კალიფორნიის მიმართულებით მიფრინავდა. პოლიციის ინფორმაციით, ფრენის დაწყებიდან დაახლოებით 2 საათში მამაკაცი ტუალეტში გავიდა, უკანა გზაზე კი მძინარე მგზავრს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი სასტიკად გაუსწორდა მძინარე პირს, დაზარალებულს სახე დაულურჯდა და ცხვირის არეში ჭრილობები მიიღო. მგზავრებმა მოძალადის გაკავება შეძლეს.
თვითმფრინავი დალასის საერთაშორისო აეროპორტში დროულად დაეშვა, რის შემდეგაც მოძალადე დააკავეს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, თავდასხმის ზუსტი მოტივი კი უცნობია.