კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტი განხორციელდა "სამუსიკო სკოლების დათვალიერება სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში, მათი საჭიროებების აღწერის მიზნით“.
პროექტის ფარგლებში ჩოხატაურში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გურიის რეგიონის სამუსიკო-საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებმა.
პროექტი, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს, 27 სექტემბრიდან დაიწყო. სამუსიკო სკოლების მოსწავლეების მოსმენა კი 11 ქალაქსა და დაბაში ჩატარდა.