08 დეკემბერი 2024,   03:27
ვრცლად
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, "თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის კურსი" დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, "თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის კურსი" დაიწყო.

პროგრამის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ.

მინისტრის მოადგილემ პროგრამის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე 2 წელია კურსი სრულად ქართული რესურსით ტარდება.

ხუთ -დღიანი სასწავლო კურსი მიზნად ისახავს რესურსების მართვის ძირითადი მიმართულებების შესახებ მონაწილეების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას.

აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს ბიუჯეტის დაგეგმვას და ქვედანაყოფების მეტ ჩართულობას რესურსების მართვის პროცესში.

დღის ამბები