ბათუმში, ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ლიფტი ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ჩამოვარდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.