26 დეკემბერი 2024,   19:14
ვრცლად
"ის საინფორმაციო თავდასხმა, რაც ქართულ არჩევნებზე ხდებოდა, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საშუალებაა" - შალვა პაპუაშვილი

13 დეზინფორმაცია 26 ოქტომბრიდან დღემდე - შალვა პაპუაშვილმა ყალბი ამბების გავრცელებაზე ისაუბრა და კონკრეტული ფაქტები შეაჯამა, რომლებიც, მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება და შეგნებულად ვრცელდება არჩევნებისადმი ნდობის შესარყევად.

შალვა პაპუაშვილი ჰიბრიდული ომის მეთოდებზე საუბრობს, რომლის უკანაც ოპოზიცია და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გარკვეული ჯგუფები დგანან.

13 დეზინფორმაციას შორის დასახელდა ხმის ფარულობასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრების რაოდენობა, მანიპულაცია ამომრჩევლების რაოდენობაზე, რეგისტრატორებთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაცია, ორმაგი ხმის მიცემა, გაყალბებული ეგზიტპოლები, ამომრჩეველთა რაოდენობა გადასატან ყუთებზე, მობილიზება, სიების ჩახსნა და პარლამენტის მოწვევა.

"ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საშუალებაა ის საინფორმაციო თავდასხმა, რაც ქართულ არჩევნებზე ხდებოდა. მაშინ, როდესაც მე დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგს ვატარებდი, თურმე რა დეზინფორმაციის ახსნაზეა საუბარი, ვნახეთ პირდაპირ ღია ეთერში როგორ დაიწყო ყალბი ამბის გავრცელება. აქციაზეც კი ჰქონდათ ამ თემაზე საუბარი. არ დაგვავიწყდეს ამ აქციაზე ვინ იდგა, ეს ის ხალხია, ვინც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულ ტერიტორიებად აქცია.

შინაარსი ეხებოდა შემდეგ რამეს, როდესაც საუბრობენ იმაზე, თუ რატომ წააგეს არჩევნები, "ქართულმა ოცნებამ" ამ არჩევნებში, ყველა ოლქში წამოაყენა დელეგატი. ოპოზიციას არ ჰყავდა არც ერთი დელეგატი, მათ შორის, არც თბილისში. ბევრი არის საუბარი იმაზე, თითქოს დარღვევების რაოდენობა იყო მაღალი. მაგალითად: 2020 წელს თუ ეს იყო 2054 საჩივარი, წელს 1170 საჩივარი დაიწერა ჯამში. 3111 უბანზე, სადაც ოპოზიციას ჯამში 25 000 კომისიის წევრი ჰყავდა, შემაჯამებელ ოლქზე სულ 9 შემთხვევაში დაიწერა განსხვავებული აზრი.

არჩევნების დღეს გავრცელდა და დადებული იყო სქრინი, რომ თითქოს "ქართული ოცნების" გასწვრივ არსებულ წრეში იყო დასმული წერტილი. ყველა ელექტრონული ბიულეტენი გადათვლილია ხელითაც და არსად ასეთი წერტილი არ აღმოჩნდა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები