24 დეკემბერი 2024,   07:44
ვრცლად
მოწევა აიკრძალება სკოლების, საავადმყოფოების და სათამაშო მოედნების მიმდებარედ - დიდი ბრიტანეთი რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა, სკოლების, საავადმყოფოების და სათამაშო მოედნების მიმდებარედ მოწევის აკრძალვას გეგმავს, რათა მთავრობის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურზე და გადასახადების გადამხდელებზე დანახარჯების ზეწოლა შეამციროს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

თამბაქოსა და ვეიპების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს დღეს წარედგინება, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე მკაცრი მოწევის საწინააღმდეგო წესები შედის, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის მოწევის აკრძალვა.

მთავრობამ ბარებისა და კაფეების გარეთ მოწევის აკრძალვის გეგმებზე უარი თქვა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საზოგადოებაში სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაზე უარყოფითი გავლენის შესახებ შეშფოთებები გაჩნდა.

დღის ამბები