06 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამ დროის მონაცემებით, ტრამპი ლიდერობს

ვის ირჩევს ამერიკა?! შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში, ამ დროის მონაცემებით, დონალდ ტრამპი ლიდერობს. ხმის მიცემის პროცედურა რამდენიმე საათში შეწყდება. დათვლილია 95 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ხმა.

რაც შეეხება მერყევ შტატებს - BBC-ის ინფორმაციით, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში და პენსილვანიაში ტრამპი ლიდერობს, ხოლო არიზონაში, ვისკონსინსა და მიჩიგანში - ჰარისი.

შეგახსენებთ, შტატები 47-ე პრეზიდენტობაზე არჩევანს - დემოკრატიული პარტიის კანდიდატ მოქმედ ვიცე-პრეზიდენტ, 60 წლის კამალა ჰარისსა და რესპუბლიკური პარტიიდან შტატების 45-ე პრეზიდენტს, 78 წლის დონალდ ტრამპს შორის აკეთებს.

შტატების საარჩევნო სისტემაში გადამწყვეტი, საარჩევნო კოლეგიაა. კანდიდატი, რომელიც 538 დელეგატისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგიის მინიმუმ 270 ხმას მიიღებს, პრეზიდენტი გახდება.

ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს 210, ხოლო კამალა ჰარისს 113 დელეგატის ხმა აქვს.

ამერიკელები დღეს, პრეზიდენტის გარდა, გუბერნატორებს, კონგრესში კი სენატსა და წარმომადგენელთა პალატასაც ირჩევენ.

დღის ამბები