დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი, არჩევნების პარალელურად, ამომრჩევლებს აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
"დააკაკუნეთ კარზე, დაურეკეთ ამომრჩევლებს, მიაწვდინეთ ხმა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ჩვენ ერთად დავწერთ იმ ყველაზე დიდი ისტორიის მომდევნო თავს, რაც კი ოდესმე გაგვიგია", – ვკითხულობთ ჰარისის პოსტში.
რესპუბლიკელების კანდიდატი დონალდ ტრამპი კი ფილადელფიაში მასობრივი თაღლითობის შესახებ საუბრობს.
"ვრცელდება ხმები ფილადელფიაში არჩევნებში მასობრივი თაღლითობის შესახებ და სამართალდამცველი ორგანოები უკვე ადგილზე მიემართებიან", - წერს პრეზიდენტობის კანდიდატი სოციალურ ქსელში.
ფილადელფიის საქალაქო კომისარი აცხადებს, რომ ეს დეზინფორმაციაა და ქალაქში ხმის მიცემა უსაფრთხო და დაცულია.