უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, დრონების საფრთხის გამო ჩაირთო. გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.
იერიში განხორციელდა ხარკოვის ოლქის დასახლებული ტერიტორიის სიახლოვეს, დაშავდა 2 სამოქალაქო პირი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაშავდა 1 ადამიანი.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 131 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას - შვედეთი უკრაინას 9 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტს გადასცემს, რომელიც ორ გემს მოიცავს, საზღვაო უსაფრთხოების გასაძლიერებლად.