დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარში ახალაშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა და მისი ღირებულება 1 278 000 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში, ადგილზე აშენდა 2-სართულიანი შენობა, რომელიც, ადგილობრივი მერიის დაფინანსებით, უკვე აღიჭურვა საჭირო ინვენტარით.
საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.