"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, გია ნოდია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ტრამპის გამარჯვება არ გახარებია.
"მე არ გამხარებია ტრამპის მოგება. ჩემი აზრით, ტრამპი არ არის ღირსეული ადამიანი და ის არ შეესაბამება ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობას.
მაგრამ მე რას ვფიქრობ ტრამპზე, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რატომ მისცა მას ხმა ხალხმა.
ჰოდა, ამაზე მოკლე პასუხი მაქვს:
ტრამპი არის დემოკრატების ბრალი!
ტრამპი არის დემოკრატების ბრალი!
ტრამპი არის დემოკრატების ბრალი!
სამწუხაროდ, ამერიკელმა დემოკრატებმა (ან "ლიბერალებმა", როგორც მათ ამერიკაში ეძახიან) ეს ვერაფრით გაიგეს. ამიტომ დაიმსახურეს, რომ ჰყავდეთ ტრამპი", - წერს ნოდია.