24 დეკემბერი 2024,   21:56
ვრცლად
"მოწმე შემოიფარგლა მასობრივ საშუალებებში გავრცელებული მოსაზრებებით - მან განაცხადა, რომ არის ირიბი მოწმე, ანუ ამ პროცესებს არ დასწრებია და გადაგვამისამართა ე.წ. დამკვირვებლებთან" - პროკურორი ლონდა თოლორაიას გამოკითხვაზე

მოხდება ყველა იმ პირის გამოკითხვა ან დაკითხვა, რომელიც ფლობს ინფორმაციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქმის პროკურორი, ქეთევან ჩაჩავა აცხადებს.

პროკურორი ასევე გამოეხმაურა ცოტა ხნის წინ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე კოალიცია "ჩემი ხმის" წევრის, ლონდა თოლორაიას გამოკითხვას, რასთან დაკავშირებითაც, ქეთევან ჩაჩავამ თქვა, რომ მოწმე, ლონდა თოლორაია შემოიფარგლა მხოლოდ მასობრივ საშუალებებში გავრცელებული მოსაზრებებით და თქვა, რომ ის არის ირიბი მოწმე.

"საქართველოს პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, აუცილებლად მოხდება ყველა იმ პირის გამოკითხვა, საგამოძიებო ორგანოში, ან დაკითხვა, რომელიც ფლობს ინფორმაციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მათ ვთხოვთ, წარმოგვიდგინონ კონკრეტული მტკიცებულებები და დაიგეგმება შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები. ჩატარდება ობიექტური, სრული და გამჭვირვალე გამოძიება.

მოწმე შემოიფარგლა მასობრივ საშუალებებში გავრცელებული მოსაზრებებით. მან განაცხადა, რომ არის ირიბი მოწმე, ანუ ამ პროცესებს არ დასწრებია და გადაგვამისამართა ე.წ. დამკვირვებლებთან.

მტკიცებულების მოპოვება და მოპოვებამდე ამ მტკიცებულების დაცვა არის საგამოძიებო ორგანოს ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ამ საკითხის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია არის არასწორი. ეს არის ცრუ ბრალდება და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებით, თუნდაც გარკვეული მტკიცებულებებითა და საპროცესო მოთხოვნებიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე, იგეგმება აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები ", - განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

დღის ამბები