საქართველოს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს.
"ძლიერი ამერიკის შეერთებული შტატები - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი 33 წლის განმავლობაში - ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება და სტაბილურობა და დაიცვას ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა," - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.