06 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
სააპელაციო სასამართლო მესამე სექტორის საჩივრებს განიხილავს - პარალელურად, იმართება ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების აქცია

სააპელაციო სასამართლო მესამე სექტორის საჩივრებს განიხილავს - პარალელურად, იმართება ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების აქცია.

შეკრება, ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, სხდომის პარალელურად დაიწყო. სააპელაციო სასამართლო დღეს მსჯელობს სამართლიანი არჩევნების, საია-სა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სარჩელებზე.

ISFED-ი ითხოვს კრწანისი-ჩუღურეთის ბათილი ბიულეტენებისა და გორის ბიულეტენების გადათვლას, საია კი დავობს ხმის ფარულობის დარღვევაზე - ამ სხდომის ფარგლებში, მსჯელობის საგანია თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები უნდა გაბათილდეს.

დღის ამბები