შტატებისა და საქართველოს ურთიერთობები ნებისმიერ პოლიტიკურ ცვლილებებს გაუძლებს - ეს შტატების ელჩის სიტყვებია.
რობინ დანიგანის განცხადებით, მას სჯერა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობაზე გავლენა არ ექნება.
ამის შესახებ დიპლომატმა განაცხადა თბილისში, ამერიკული სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ საუზმეზე, რომელიც სწორედ არჩევნებს მიეძღვნა.