ამერიკელმა მომღერალმა, მსახიობმა და მოცეკვავემ, არიანა გრანდემ გვარი შეიცვალა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
ვარსკვლავმა გვარი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მამასთან, ედ ბუტერასთან ურთიერთობა განაახლა. ამიერიდან, ამერიკელ ვარსკვლავს ორმაგი გვარი ექნება და მისი სრული სახელი არიანა გრანდე-ბუტერა იქნება.
არიანას მშობლები ერთმანეთს 2013 წელს გაშორდნენ. მაშინ გოგონა 8 წლის იყო.