07 ნოემბერი 2024,   01:23
ვრცლად
"რეგისტრატორები, რომლებმაც გაყალბებაში მიიღეს მონაწილეობა, კანონმა უნდა დასაჯოს" - ნიკა მელია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, დაახლოებით 80 კონკრეტული სახელი და გვარია ცნობილი, ვინც არჩევნების დღეს გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ნიკა მელიამ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, რეგისტრატორები, რომლებმაც გაყალბებაში მიიღეს მონაწილეობა კანონმა უნდა დასაჯოს.

"დაახლოებით 80 კონკრეტული სახელი და გვარია ცნობილი, ვინც გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა არჩევნების დღეს. მაგალითად, ჩუღურეთის რაიონში. ჩუღურეთის რაიონის მთელი სქემა არის გამოაშკარავებული. გაყალბებაში ყველაზე მინიმალური წვლილის მქონე ადამიანიდან დაწყებული, ყველაზე დიდი როლის მქონე ადამიანით დამთავრებული, გამოაშკარავებულია. ამ ადამიანების დასჯის ილუზია არავის არ აქვს მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება. ხელისუფლება შეიცვლება და დარწმუნებული ვარ, ყველა ეს ადამიანი პასუხს აგებს. არავინ არ უნდა დაისაჯოს იმ ადამიანებიდან, რომლებიც ტყვეობაში არიან. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უკეთეს შემთხვევაში ხმას ვერ იღებს და უარეს შემთხვევაში გაყალბებაზეც კი მიდის. რეგისტრატორები, რომლებმაც გაყალბებაში მიიღეს მონაწილეობა, კანონმა უნდა დასაჯოს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები