26 დეკემბერი 2024,   20:07
ვრცლად
"ეს არის საუკეთესო დრო, რომ მეზობლებთან ერთად, განვიხილოთ ერთიანი მიდგომები, უსაფრთხოებასთან, თავდაცვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით" - რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, ახლა არის საუკეთესო დრო, რათა მეზობლებთან ერთად განიხილოს ერთიანი მიდგომები, უსაფრთხოებასთან, თავდაცვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია იმის განხილვა, თუ რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ევროკავშირს საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

"დავიწყებ საუბარს იმით, თუ რა მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ მივესალმებით ამერიკის არჩევანს და ვულოცავთ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას. ასევე, მინდა ვფოკუსირდე ჩვენზე, ევროპაზე; იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ. როცა ვამბობთ, რომ ორ ფეხზე ვდგავართ, რას ნიშნავს ეს. როდესაც ვმუშაობთ ერთად, რას ნიშნავს ეს. როცა განვიხილავთ სტრატეგიულ ავტონომიას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთად ვართ და ეს არის საუკეთესო დრო, რომ მეზობლებთან ერთად, განვიხილოთ ერთიანი მიდგომები, უსაფრთხოებასთან, თავდაცვასთან, უკრაინასთან დაკავშირებით, ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეაქცია უნდა გვქონდეს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა მოლდოვასა და საქართველოში", - განაცხადა რობერტა მეცოლამ.

დღის ამბები