26 დეკემბერი 2024,   16:00
ვრცლად
8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა - განათლების მინისტრის ინიციატივით, მწერლისა და პუბლიცისტის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული ტარდება

8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა - განათლების მინისტრის ინიციატივით, მწერლისა და პუბლიცისტის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული ტარდება.

კვირეულის ფარგლებში 8-14 ნოემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სკოლის მოსწავლეებს ილია ჭავჭავაძის პირადი საარქივო მასალის გამოფენაზე უსასყიდლოდ მასპინძლობს.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოწყობილ გამოფენას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ეწვია, მან საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი დოკუმენტები სკოლის მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერა და ილია ჭავჭავაძის პირად არქივს გაეცნო.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე აცხადებს, რომ, ილიას ცხოვრების გასაცნობად, ხელნაწერზე უფრო ავთენტური წყარო არ არსებობს.

"ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გვაქვს გამოფენა ილია ჭავჭავაძის ხელნაწერების, საიდანაც ყველა დამუხტული ემოციებით გადის. ყველას მოვუწოდებ, მოვიდეს და ნახოს ეს ხელნაწერები", - აცხადებს ალექსანდრე წულაძე.

დღის ამბები