ინდოეთში, გუჯარათში, ამელის ოლქში, ლომმა 7 წლის გოგონა გაიტაცა და დაგლიჯა. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც გოგონა დედასთან ერთად ფერმიდან ბრუნდებოდა. ინფორმაციას Lokmat Times-ი ავრცელებს.
მტაცებელმა ცხოველმა გოგონა ტყეში შეათრია, სადაც ის სამძებრო ოპერაციის შემდეგ იპოვეს. მას სეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა.
პოლიციამ ლომი შემთხვევის მეორე დღეს იპოვა და დაიჭირა. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში თავდასხმის მეორე შემთხვევაა. მანამდე, ლომი 5 წლის ბიჭს დაესხა თავს, რომელიც საკუთარ სახლთან თამაშობდა.