26 დეკემბერი 2024,   19:19
ვრცლად
ავარია ქობულეთში მსხვერპლით დასრულდა - არის დაშავებულიც

ქობულეთში ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი დაშავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები