თბილისში, ორთაჭალაში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო მანქანა გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგადაც დაიღუპა მძღოლი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს.