08 დეკემბერი 2024,   04:11
ვრცლად
თავშეკავებული რომ ვიყო, ვიტყოდი, ალბათ საელჩოს გვერდი ვინმემ გატეხა და ეს არამეგობრული და არაობიექტური ტექსტი დაიწერა იმიტომ, რომ გერმანიის საელჩოს დისკრედიტაცია მოხდეს - ნინო წილოსანი

"თავისუფლება თავისთავად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ" - საქართველოში გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს. მათივე განცხადებით, "მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს".

საელჩოს განცხადებას პოლიტიკური შეფასებების მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, საქართველო ამაყობს, რომ ქართული იდენტობა, როგორც ადამიანის უფლებების დაცვას, ასევე ტოლერანტობას და დემოკრატიას გულისხმობს.

"ჩვენდა სასიხარულოდ და საამაყოდ, საქართველოს არასდროს ჰქონია ისტორიაში ისეთი უმძიმესი მომენტები, როგორიც ჰქონდა გერმანიას ებრაელების მიმართ. ის მასიური წამების და ჩაგვრის მომენტები იყო.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ მთლიანად ქართული იდენტობა გულისხმობს, როგორც ადამიანის უფლებების, ისევე ტოლერანტობის და დემოკრატიის დაცვას.

ძალიან თავშეკავებული რომ ვიყო, ვიტყოდი, ალბათ საელჩოს გვერდი ვინმემ გატეხა და ეს ნამდვილად არამეგობრული და არაოებიექტური ტექსტი დაიწერა მხოლოდ იმიტომ, რომ გერმანიის საელჩოს დისკრედიტაცია მოხდეს", - აცხადებს ნინო წილოსანი.

დღის ამბები