08 დეკემბერი 2024,   03:44
ვრცლად
ბარიერგადალახული ოპოზიცია დღეს მორიგ აქციას მართავს - საპროტესტო მსვლელობა ორი ლოკაციიდან იწყება

ბარიერგადალახული ოპოზიცია დღეს მორიგ აქციას მართავს. საპროტესტო მსვლელობა ორი ლოკაციიდან - მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მეტროსადგურ "მარჯანიშვილიდან" იწყება.

შეკრებილები ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ასევე, ცესკოს ადმინისტრაციის თანამშრომლების გადადგომაც არის. 

მარჯანიშვილის მოედანზე იმყოფება ”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.

"ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ნორმალური, სხვადასხვა ქვეყნის ცივილური ლიდერები ხელს არ ჩამოართმევენ. მთელი ძალაუფლება უნდა იყოს ხალხის ხელში, მთელი პროტესტი უნდა გადმოვიდეს ხალხის ხელში, თუ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანას მივცეთ ძლიერი მომავალი და თავისუფლების განცდა", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

დღის ამბები