08 დეკემბერი 2024,   13:41
ვრცლად
ოპოზიცია ნუ შეეცდება ამ განცხადების საკუთარი მიზნებისთვის ინტერპრეტაციას - რატი ბრეგაძე გერმანიის საელჩოს განცხადებაზე

გერმანიის საელჩოს განცხადება შეფასებების საგანი ხდება.

"მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. თავისუფლება თავისთავადად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ" - წერია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევის თარიღს მიეძღვნა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ გერმანიის საელჩოს განცხადებით ოპოზიციამ სპეკულაცია უკვე დაიწყო. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, გერმანიის ეს განცხადება ისტორიულ დღეს, ბერლინის კედლის დაცემის დღეს უკავშირდება.

"ოპოზიციონერების გარკვეულმა ნაწილმა უკვე გააკეთა განცხადებები. მინდა მე მათ შევახსენო ისტორია, გერმანიისთვის ეს დღე უკავშირდება ბერლინის კედლის დაცემას, ეს მათთვის ისტორიული დღეა, შესაბამისად, როდესაც საელჩო აკეთებს განცხადებას ეს ამ დღეს უკავშირდება. ამიტომ ოპოზიცია ნუ შეეცდება ამ განცხადების საკუთარი მიზნებისთვის ინტერპრეტაციას,"- აცხადებს რატი ბრეგაძე.

დღის ამბები