08 დეკემბერი 2024,   14:17
ვრცლად
"ჩვენთან სტრასბურგის სასამართლოს ჯერ ამ საკითხზე ოფიციალური კომუნიკაცია არ ჰქონია, შესაძლებელია ვივარაუდო, რომ გარკვეულ მანიპულაციებთან გვქონდეს საქმე" - რატი ბრეგაძე არასამთავრობოების სარჩელზე

გაასაჩივრეს თუ არა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი" არასამთავრობო ორგანიზაციებმა სტრასბურგში. საკითხზე განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა.

"ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სარჩელი გაგზავნილია და მიღებულია, ჩვენ ოფიციალურად ვერ დაგიდასტურებთ" -აღნიშნა ბრეგაძემ.

როგორც რატი ბრეგაძე ამბობს, სტრასბურგის სასამართლოს ქართულ მხარესთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომუნიკაცია არ ჰქონია. 

"ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სარჩელი გაგზავნილია და მიღებულია, ჩვენ ოფიციალურად ვერ დაგიდასტურებთ. ჩვენ არა ერთი სპეკულაცია გვინახავს იგივე სტრასბურგის სასამართლოსთან მიმართებაში, ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდანაც და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან სტრასბურგის სასამართლოს ჯერ ამ საკითხზე ოფიციალური კომუნიკაცია არ ჰქონია, შესაძლებელია ვივარაუდო, რომ გარკვეულწილად აქ გარკვეულ მანიპულაციებთან გვქონდეს საქმე," - აცხადებს რატიო ბრეგაძე.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, სადაო კანონზე საჩივრის დოკუმენტი ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი არ არის. არადა ჯერ კიდევ 17 ოქტომბერს, კანონის გასაჩივრების შესახებ საზოგადოებას, საიას თავმჯდომარემ აცნობა. არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს მხოლოდ გადამზიდი კომპანიის მიწოდებული დოკუმენტი გაასაჯაროვა, მათი განმარტებით, საჩივარი სტრასბურგის სასამართლოს ჩაბარდა.

დღის ამბები