08 დეკემბერი 2024,   14:13
ვრცლად
ბევრი რამე იქნება და ბევრი სიურპრიზი ელის ხელისუფლებას, მანამ, სანამ ახალ არჩევნებს არ მივაღწევთ - მამუკა ხაზარაძე

3 საათზე დაიწყეს შეკრება დღეს მოქალაქეებმა, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველი თბილისში ორ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბა. შემდეგ კი საპროტესტო მსვლელობით დაიძრა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. მოთხოვნებს შორის არის საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების შეცვლა.

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას ბევრი სიურპრიზი ელის.

"გეგმა არის ახალი არჩევნების მიღწევა და პროტესტი. ბევრი რამე იქნება და ბევრი სიურპრიზი ელის ხელისუფლებას, მანამ სანამ ახალ არჩევნებს არ მივაღწევს,"- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

დღის ამბები